ფსიქოლოგიური /ფილმები ქართულად
                       




































 
   "2 ბორბალი" ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: "2 ბორბალი" ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი
წელი: 2016
ქვეყანა: საქართველო
ჟანრი: დრამა, ქართული, ფსიქოლოგიური
რეჟისორი: ირაკლი დონაძე
როლებში: კოსტა სანიკიძე, ეკუნა ყანჩაველი, ნიკა ნადარეიშვილი, ლაშა სარიშვილი, შოთა ჯაბაური, დაჩი ბაბუნაშვილი..

ფილმის შესახებ:

პროექტი "ორი ბორბალი" წარმოადგენს მოკლემეტრაჟიან ფილმს, სადაც სიუჟეტი ვითარდება ახაგაზრდა ბიჭის გარშემო, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ეტლში ზის, არის სიცოცხლით სავსე, მხიარული, ვაჟკაცური, სრულფასოვანი პიროვნება, რომელსაც ჰყავს მეგობრები, შეყვარებული, აქვს მიზნები და ოცნებები, რის განხორციელებასაც ცდილობს. ფილმის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და ინტეგრირებულები საზოგადოებაში. საზოგადოებას კი დაანახოს ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ადამიანს აქვს საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნის უფლება და შესაძლებლობა. პროექტზე "ორი ბორბალი" იმუშავებს სტუდია Timens Group, რომლის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ვირუსული ვიდეოები საკმაო პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტ სივრცეში. პროექტის ამოცანაც ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიდეს ის გზავნილი, რაც მოახდენს მათში კათარზისს.

 


  ნანახია: [ 5818 ] დრო: [ 2016-06-23 ]  











საიდან გვიპოვეთ?


სულ პასუხები: 638







საიტის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს განთავსებულ მასალებზე
Make a free website with uCoz